ყველაზე ძლიერი ჯადოქრების იმპერიის შესახებ (geo)
უძლიერეს ჯადოქართა იმპერია (უჯი) ერთადერთი საერთაშორისო ოკულტური ორგანიზაცია

უძლიერეს ჯადოქართა იმპერიის (უჯი) დამფუძნებელი, მემკვიდრეობით ჯადოქარი, ალიონა პოლინია. თაობათა კავშირია ის, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მემკვიდრეობით ან საგვარეულო ჯადოქრად ვიწოდებოდე. ბებიაჩემი, ჯადოქართა ცნობილი შტოს წარმომადგენელია, დღეს კი უკვე, ჩემი ქალიშვილები აგრძელებენ ჯადოქართა დინასტიას.
საზოგადოებაში, ჯადოქარი არასაჯარო, გაუნათლებელი, უხეში ქალის ან მოხუცის, სახით დამკვიდდა, რომელიც დღე და ღამ ღუმელთან ან სასაფლაოზე ჯადოქრობს. მსურს აქვე განვმარტო, იმდენად რამდენადაც აღნიშნული ტერმინის სწორი გაგება, დაკარგულია. ჯადოქარი (ჯადოქარი ((რუს. Ведьма – Ведающая мать - პასუხისმგებელი დედა, მატერიის შემქმნელი)), სიტყვასიტყვით, პასუხისმგებელ დედას, მატერიის შემქმნელს ნიშნავს. ჯადოქრები, მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში გვხვდებიან, მათ შორის, მაღალი წრის საზოგადოებაში, მაგრამ ხალხში, სოფლელი მაგისა და ფეხშიშველა, თითქმის ბასტის ფეხსაცმელებში გამოწყობილი ქალის სახით დამკვიდრდა. ამასობაში კი, არისტოკრატია, აქტიურად იყო დაკავებული ოკულტიზმით და ოკულტურ ორგანიზაციებსაც კი ქმნიდნენ. ჯადოქრობა და დიდგვაროვანთა მაგია, ძალზედ განსხვავდებოდა სოფლელთა მაგიისაგან. სიღრმისეული ცოდნის, სამყაროს სერიოზული შესწავლისა და მაგიისადმი, როგორც მეცნიერებისადმი ინტერსი, დიდგვაროვანთათვის იყო დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, თავად რიტუალებსაც სხვა ძალა და მიმართულება ჰქონდათ, რადგან გარემოება, ყოველთვის ახდენს გავლენას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
ყველა ერის კულტურაშია ბევრი სიღრმისეული ცოდნა, მაგრამ სხვადასხვა სტატუსისა თუ ერის მაგიას, მაინც გააჩნია საერთო წყარო - დასაბამი (საწყისი). სწორედ, დასაბამის ძალზე არის დაფუძნებული უძლიერეს ჯადოქართა იმპერია (უჯი). ჩვენ, არ ვყოფთ მიწას ქვეყნებად, ჩვენ მას ვყოფთ მხოლოდ მხარეებად, რადგან გვესმის, რომ დედამიწა ერთიანი სხეულია.
ნებისმიერი ქვეყნის ცოდნა, ნებისმიერი ერის მაგია, არის ის, რაც სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს. ბევრი რამ არის დაკარგული, მაგრამ არა შეუქცევადად. უძლიერეს ჯადოქართა იმპერიას (უჯი), წარსულის ჯადოქრული (ნათელმხილველური) აზროვნება/ცოდნა, ახალ სიმაღლეზე აჰყავს და აკეთებს თავის მაგიურ საქმეს.
რას საქმიანობს უძლიერეს ჯადოქართა იმპერია?

უძლიერეს ჯადოქართა იმპერიის (უჯი) უმთავრესი და ძირითადი ამოცანა, ჯადოქარი ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და დედამიწის სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებაა - ვინც დედამიწას, ურთიერთქმედებისთვის სჭირდება. რის ხარჯზე ხდება დედამიწის სიცოცხლისუნარიანობისა და ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება?
ცოდნის ხარჯზე, რომელსაც პრაქტიკული ფორმით, უძლიერეს ჯადოქართა იმპერიის (უჯი) ჯადოქრები (ქალი იქნება თუ კაცი) დედამიწასთან მიმართებით იყენებენ დედამიწის ფიზიკურად დახმარების ხარჯზე. კერძოდ, წითელ წიგნში შეტანილი ხეებისა და ყვავილების დარგვით. იგულისხმევა, არა უბრალოდ დარგვა არამედ, დარგვის პროცესში საზეიმო, ენერგეტიკულად ძლიერი რიტუალების შესრულება, რომელიც დედამიწის აღდგენას და გამწვანებას ემსახურება.
მაგიისა და ჯადოქრობის სიღრმისეული შესწავლა და ამ ცოდნის გამოყენება, იმპერიის ჯადოქრებს, არა ხოლოდ მათი არამედ, მათი სანათესაოს, ქვეყნის, რომელშიც ცხოვრობენ და დედამიწის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესემაში ეხმარებათ.
ადამიანთა მსოფლმხედველობაში, მრავალი რელიგიაა აღბეჭდილი, უძლიერეს ჯადოქართა იმპერია კი, ყველა ცოდნის საერთო დასაბამზე, საწყისზე საუბრობს.
უძლიერეს ჯადოქართა იმპერიას უყვარს სრულიად დედამიწა და შეისწავლის ყველა ცოდნას. ასე რომ, ეს არის კეთილშობილების ანუ სულიერი ზრდის შესაძლებლობა, ნიღაბიდან დიადისკენ (სწორედ ეს მნიშვნელობა გააჩნია სიტყვას კეთილშობილება). მაგია - მეცნიერებათა მეცნიერება და რელიგიათა რელიგიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში ის მარცვალია, რომლის წყალობითაც, ბაღნარის გაშენებაა შესაძლებელი. ჩვენ გვესმის იმ ცოდნის სიღრმე და შესაძლებლობები, რომელიც დღიღიდღე იშლება ჩვენს წინაშე.
უძლიერეს ჯადოქართა იმპერიაში (უჯი) ჯადოქარად ინიცირებაც ხორციელდება. ჯადოქრად ინიცირება, არ გახლავთ თუ იმ ეგრეგორის (მაგალითად, ქრისტეს უარყოფა) უარყოფისა თუ სასაფლაოზე მამლის დაკვლის რიტუალი. უმეცარია ჯადოქარი, რომელიც გესაუბრებათ უარყოფის შესახებ ან პირიქით, მოგიწოდებთ მხოლოდ ისლამის ან ქრისტიანობისკენ.
უძლიერეს ჯადოქართა იმპერიაში (უჯი), ჯადოქართა ინიცირება, პირველ რიგში, იმპერიაში შესასვლელი კარია, მეორე რიგში - ოთხივე სტიქიის (ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი) ძალის მიღებაა, მესამე რიგში - ნათელმხილველური არხის გახსნაა, სადაც ჯადოქართა ცოდნას, დროითი და სივრცული სიღრმე აქვს, მეოთხე რიგში კი - შემოქმედის არხის გახსნაა. ეს ნამდვილი ინიცირებაა და რა თქმა უნდა, ეს არის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. მიძღვნასთან (ინიცირებასთან) დაკავშირებით, არსებობს წიგნები და ვიდეო-კონფერენციები, რათა გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს ჯადოქრად ინიცირება, რამეთუ უმეცრება ბადებს გაუგებარ, უცნაურ და ზოგჯერ, საშიშ ინიცირებებს.
უძლიერეს ჯადოქართა იმპერიის ინიცირება კორომში. რა არის იმპერიის კორომი?

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მაგიისგან შორს არიან, მაგრამ კარგად ესმით დედამიწაზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობა. ასეთ ადამიანებს, გააჩნიათ ჯადოქრად ინიცირებისთვის მზაობა, მაგრამ ჯადოქართა კორომში გაწევრიანება შეუძლიათ. კორომი, ძლიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებით, შესაძლებლობების ზრდას ნიშნავს. ეს არის დაცვა, მხარდაჭერა და დახმარება უძლიერეს ჯადოქართა იმპერიის ეგრეგორისგან.
უძლიერეს ჯადოქართა იმპერია (უჯი), ერთიანი ორგანიზაციაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მაგიასა და ჯადოქრობას ეწევა, მიუხედავად მაგიის მიმართულებისა, ეროვნებისა და აღმსარებლობისა. უძლიერეს ჯადოქართა იმპერიაში (უჯი), ყოველდღიურად ვიუმჯობესებთ ცოდნას, ჩვენ აქ, შევისწავლით მაგიისა და ჯადოქრობის ყველა მიმართულებას. ყველა ქვეყანაში, ჯადოქრობის სიღრმისეული შემეცნებისა და დედამიწისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სერიოზული ჯადოქრები, უძლიერეს ჯადოქართა იმპერიაში (უჯი) წევრიანდებიან. დღეს, იმპერიაში გაწევრიანება, ჯადოქრის სტატუსის ხაზგასმას ნიშნავს. ამიტომ, ბევრი ადამიანი, ვინც მაგიით დახმარების აღმოჩენის მიზნით ჯადოქრებს მიმართავენ, იგებენ, რომ ამ ჯადოქრების ინიცირება ალიონა პოლინთან, უძლიერეს ჯადოქართა იმპერიაში (უჯი) განხორციელდა.
ალიონა პოლინი, მაგიური წიგნების ავტორი, მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ორაკულების შემქმნელი და ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ყველას გაუხსნა ტაროს მაგია და კლასიკური ტაროს არკანების ენერგეტიკული არასრულფასოვნება დაანახა. გამოცემულია ალიონა პოლინის ტაროს სრული არკანები, 111 კარტი. ტაროს შემსწავლელი ვიდეო-მასალები, საიტზე უხვად მოიპოვება. ალიონა პოლინის უფროსმა ქალიშვილმა, ქრისტინა მანდრაგოვამ, თავისი პორველი წიგნი, 14 წლის ასაკში გამოსცა. ყოველივე, ძლიერი ჯადოქრული დინასტიის ცოდნაზე დაყრდნობით, მაგიის მიმართულებით ზრდისა და განვითარების შესაძლებლობაზე მეტყველებს.
ალიონა პოლინის მოსწავლეები, უკვე თავიანთ წიგნებსა და რუკებს გამოსცემენ, ფლობენ მაგიურ კაბინეტებს უძლიერეს ჯადოქართა იმპერიის (უჯი) ვებ. გვერდზე. იმპერიაში მაგიისა და ჯადოქრობის შესწავლა - ეს არის სრულფასოვანი და ღრმა მიდგომა, რომელსაც გააჩნია ყველა მიმართულება. სადაც თეორია, პრაქტიკას ებმის და წარმოშობს ძლიერ ჯადოქრებს, რომელიც ჯადოქართა საგვარეულო ძალაუფლებას აძლიერებს.
ხშირად დასმული კითხვები
საჭიროა თუ არა იმ ადამიანის ჯადოქრად ინიცირება, რომელსაც მემკვიდრეობით გააჩნია ჯადოქრობის ანუ მაგიის ძალა. დიახ, საჭიროა. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, უძლიერეს ჯადოქართა იმპერიაში (უჯი) ჯადოქრად ინიცირება (მიძღვნა), ეს არის ერთიან ჯადოქრულ არხში შესვლისა და ასევე, უფრო ღრმა ცოდნის მიღების შესაძლებლობა, გარდა ამისა, ეს არის თანამოაზრეებთან ურთიერთობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საშუალება. უძლიერეს ჯადოქართა იმპერიის (უჯი) მასშტაბურობა ყველასათვის თვალსაჩინოა. უძლიერეს ჯადოქართა იმპერია (უჯი), ყველა ჯადოქრისთვის, ერთგვარ დედად იქცა, მხოლოდ თაღლითები გაურბიან იმპერიის წევრობას, თითქოს ჯადოქრობისა და მაგიის შესწავლა, მათ არ სჭირდებოდეთ. ყოველთვის გაითვალისწინეთ, დამაზუსტებელი წერილის გამოგზავნით, თქვენ შეძლებთ გადაამოწმოთ არის თუ არა იმპერიის წევრი ის ჯადოქარი, რომელსაც დახმარებისთვის მიმართავთ, რამეთუ ყველა ძლიერი ჯადოქარი, უძლიერეს ჯადოქართა იმპერიაშია (უჯი) გაწევრიანებული. ჯადოქარი, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს, იმდენად, რამდენადაც მაგიის ცოდნა და ჯადოქრობა უსაზღვროა, სწორედ ამიტომ, ყველა სერიოზული პრაქტიკოსი, უძლიერეს ჯადოქართა იმპერიაში (უჯი) წევრიანდება. ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, მოსკოვში, ალიონა პოლინის პარაფსიქოლოგიის ცენტრი გაიხსნა, სადაც ხდება ჯადოქარის მოსწავლეების მიღება.
Для желающих пройти Посвящение в ведьмы и ведуны
Для желающих войти в Рощу Империи
ალიონა პოლინის შესახებ მიმოხილვები პრეს-ცენტრი / მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ჩვენს შესახებ კონტაქტი